
ღონისძიების შესახებ
HORECA Expo & Awards წლის მთავარი ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების (HORECA) სექტორის განვითარებასა და წარმატებული წარმომადგენლების აღიარებას. ღონისძიება აერთიანებს გამოფენასა და დაჯილდოებას, რაც ქმნის უნიკალურ პლატფორმას სექტორის ლიდერების, ინოვატორების, მომწოდებლების, ინვესტორების და სახელმწიფო უწყებების ერთ სივრცეში შეკრებისთვის.
HORECA Awards ეს არის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, ხარისხის სტანდარტების ამაღლებას და
დაჯილდოება განსაკუთრებით აღნიშნავს და აძლიერებს ინოვაციას, კრეატიულობასა და პროფესიონალიზმს.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ზრდას, გავაერთიანოთ სექტორის წარმომადგენლები და შევქმნათ სივრცე ცოდნის, გამოცდილების და მომავლის ხედვების გაზიარებისთვის.
HORECA Expo არის საქართველოს HORECA სექტორის გამოფენა, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მომსახურებები მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.
გამოფენაში მონაწილეობენ
- სასტუმროებისა და რესტორნებისათვის აღჭურვილობის მომწოდებლები
- საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლები და დისტრიბუტორები
- სამზარეულოს ტექნოლოგიებისა და ქეითერინგის კომპანიები
- ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის კომპანიები
- ჰოსპიტალიტისა და კვების სფეროს სტარტაპები
- ასოციაციები, სახელმწიფო უწყებები და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები
რატომ უნდა დაესწროთ გამოფენას?
- აღმოაჩინეთ ჰოსპიტალიტის უახლესი ტრენდები და ინოვაციები
- შექმენით ახალი კონტაქტები და პარტნიორობები
- დაუკავშირდით სფეროს წამყვან პროფესიონალებს, მყიდველებსა და ინვესტორებს
- მიიღეთ მონაწილეობა ექსპერტულ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში
შემოგვიერთდით და გახდით საქართველოს HoReCa სექტორის მომავლის ნაწილი!
ორგანიზატორი
HORECA Expo & Awards -ის ორგანიზატორია ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა Georgian Awards, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინდუსტრიის ზრდასა და წინსვლას საქართველოში, გამოავლინოს გამორჩეული პროფესიონალები და კომპანიები, დააფასოს, აღიაროს და მოტივაცია მისცეს მათ რათა გაააძლიერონ ადგილობრივი პოტენციალი და რაც მთავარია შექმნას შესაძლებლობების ახალი ჰორიზონტები მათი წარმატებისთვის.
ნომინაციები
სასტუმროები
• წლის საუკეთესო სასტუმრო
• წლის საუკეთესო სერვისი სასტუმროში
• წლის ახალი სასტუმრო
• წლის ეკო-მეგობრული სასტუმრო
• წლის საუკეთესო კურორტი
• წლის საუკეთესო სპა კურორტი
• წლის საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო
• საუკეთესო სასტუმრო მაღალმთიან რეგიონში
• წლის 4 სეზონის ტიპის სასტუმრო
• საუკეთესო დაბალ ბიუჯეტიანი სასტუმრო
• წლის საუკეთესო საოჯახო სასტუმრო
• წლის საუკეთესო ბუტიკ სასტუმრო
• წლის საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო
• წლის ციფრული ინოვაცია სასტუმროში
რესტორნები
• წლის საუკეთესო რესტორანი
• წლის ახალი რესტორანი
• წლის საუკეთესო ქართული სამზარეულო
• წლის საუკეთესო ფიუჟენ სამზარეულო
• წლის საუკეთესო აზიური სამზარეულო
• წლის საუკეთესო ევროპული სამზარეულო
• წლის საუკეთესო კონცეფციის რესტორანი
• წლის საუკეთესო ფაინ-დაინინგი
• საუკეთესო ინტერიერი და დიზაინი რესტორანში
• წლის საუკეთესო ღვინის ბარათი რესტორანში
• წლის საუკეთესო კულინარიული ინოვაცია
• წლის საუკეთესო ლუდის რესტორანი
• კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაცია
• რესტორანი ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკით
• წლის საუკეთესო ქეითერინგი
კაფე-ბარები
• წლის საუკეთესო კაფე
• წლის საუკეთესო საკონდიტრო
• წლის საუკეთესო საუზმის კაფე
• წლის საუკეთესო ყავის სახლი
• წლის საუკეთესო კოქტეილ ბარი
• წლის საუკეთესო ღვინის ბარი
• წლის საუკეთესო ლუდის ბარი
• წლის საუკეთესო საზაფხულო ტერასა
• საუკეთესო ვეგანური კაფე
• საუკეთესო ვეგეტარიანული კაფე
• საუკეთესო კონცეფციის კაფე
HORECA პროფესიონალები
• წლის საუკეთესო შეფ-მზარეული
• წლის საუკეთესო სუ შეფი (Sous Chef)
• წლის საუკეთესო კონდიტერი
• წლის საუკეთესო სომელიე
• წლის საუკეთესო სუშის შეფი
• წლის ახალგაზრდა შეფ-მზარეული
• წლის საუკეთესო ბარმენი
• წლის საუკეთესო მიქსოლოგი
• წლის საუკეთესო ჰოტელიერი
აუდიტორია
HORECA Expo & Awards ცერემონიას დაესწრებიან:
- 150-ზე მეტი სტუმარი
- HORECA სექტორის წარმომადგენლები
- სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები
- მედიის წარმომადგენლები
ხმის მიცემის პროცესი
ნომინაციები განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: Horecaawards.ge და სოციალური ქსელების გვერდებზე
ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება "მაგთიკომის" მიერ თითოეული ნომინანტისათვის მინიჭებულ უნიკალურნომერზე დარეკვით.
ნომინაციაში გაიმარჯვებს ის ნომინანტი, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
ხმის მიცემის პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე.
ღონისძიების პროგრამა
ღონისძიების პროგრამა

Horeca Expo & Awards
6 დეკემბერი, პარაგრაფი თავისუფლების მოედანი
მონაწილეობა
სტანდარტული ნომინაცია
- საზოგადოებრივ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
- გამარჯვებული ნომინანტი გამოვლინდება მაგთიკომის უნიკალურ ნომრებზე განხორციელებული ზარების მიხედვით
- დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანიის ერთი წარმომადგენლის დასწრება
პარტნიორის რჩეული
- სპეციალურად შედგენილ სიაში (short list) მონაწილეობის მიღება
- გამარჯვებული ნომინანტი გამოვლინდება პარტნიორი კომპანიების მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და შერჩევის მიხედვით
- ნომინანტებს საშუალება ექნებათ დაჯილდოებაზე აწარმოონ დამატებითი მარკეტინგული კომუნიკაცია
- პარტნიორის რჩეულებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდო
- დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანიის ერთი წარმომადგენლის დასწრება
გახდი ნომინანტი
- მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნომინაცია, შეავსეთ განაცხადი, ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე.
გახდი პარტნიორი
გახდი პარტნიორი და მონაწილე:
გახდით HORECA Expo & Awards პარტნიორი,
შემოუერთდით წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას HORECA სექტორში და მიიღეთ უნიკალური შესაძლებლობა:
- წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდი HORECA სექტორის წარმომადგენლებთან
- დაესწარით დაჯილდოების ცერემონიალს
- დააწესეთ სპეციალური ნომინაცია თქვენი ბრენდისთვის
- ღონისძიების ფარგლებში გაშუქდება თქვენი ბრენდი სხვადასხვა მედიის საშუალებით